Special Products
Special Products
ფასი 46,76 ₾ რეგულარული ფასი 51,95 ₾
-10%
ფასი 40,46 ₾ რეგულარული ფასი 44,95 ₾
-10%
ფასი 33,12 ₾ რეგულარული ფასი 36,80 ₾
-10%
ფასი 29,25 ₾ რეგულარული ფასი 32,50 ₾
-10%
All Sale Products
Testimonial
Testimonial
შესანიშნავია ყოველდღიური მოხმარებისთვის, პაშტეტთან, ლორით შემწვარ კარტოფილთან, ყველთან, ძეხვთან, შემწვარ სოსისთან, სპაგეტისთან, ამოლესილ ლობიოსთან, სალათებთან, ბუტერბროდებთან, ცივ ხორცთან.
წითელი მშრალი ღვინო
ტკბილ კერძთან ღვინოც შესაბამისი სიტკბოსი უნდა იყოს. მაგალითად, არასწორი იქნება დესერტს მშრალი კახური ღვინო მივაყოლოთ, ამიტომ აჯობებს, ნამცხვრებთან, ტორტებთან, ნაყინთან, ხილთან და სხვა ჩაროზთან ნახევრადტკბილი, ტკბილი ან შემაგრებული ღვინო დავლიოთ.
ტკბილი წითელი ღვინოები
ქათმის სალათები, მშრალი ყველები, კიბორჩხალა და სხვა ზღვის ნაწარმი, ასევე მოხარშული თევზი, ინდაურისა და ქათმის თეთრი ხორცი
ნახევრად მშრალი
ასეთ ღვინოებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სადესერტო კერძები უხდება, წითელი ხილით დაწყებული - ალუბრის ტარტით და სხვა ნამცხვრებით დამთავრებული. წითელი ნახევრადტკბილი ღვინო შეგვიძლია ვცადოთ გუდის ყველთანაც (ქინძმარაული) და ლორიან ამოლესილ ლობიოსთანაც (ხვანჭკარა).
ნახევრად ტკბილი
როგორ ვიქცეთ ღვინის მცოდნედ

როგორ ვიქცეთ ღვინის მცოდნედ

დასანანია, როცა ადამიანი კარგ და ცუდ ღვინოებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მითუმეტეს მაშინ, როცა ღვინო უყვარს და მითუმეტეს საქართველოში – ღვინის სამშობლოში, სადაც მეღვინეობის საწყისების არცოდნა სამარცხვინოც კია.

ამ ბლოგში შევეცდებით, რამდენიმე სასარგებლო რჩევით დაგეხმაროთ, რათა უკეთ შეისწავლოთ ღვინო – სამყაროს ეს მართლაც ფასდაუდებელი საჩუქარი.

უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. ამიტომ ნუ ენდობით ბრჭყვიალა ეტიკეტებს, არამედ ყურადღებით გაეცანით მათზე დატანილ წარწერებს. ზოგიერთ ღვინოს ზედ ისიც კი აწერია, თუ რომელ კერძს ეხამება საუკეთესოდ.

აი, ზოგიერთ ღვინოს კი ეტიკეტზე აწერია, თუ რომელმა სომელიემ გასინჯა და ვინ უწევს რეკომენდაციას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ღვინო აუცილებლად მოგეწონებათ.

უმჯობესი იქნება, სუპერმარკეტში ღვინის შეძენას თუ მოერიდებით და აირჩევთ ღვინის რომელიმე მაღაზიას, რომელსაც თქვენ ენდობით.

ღვინის ფასის ზედა ზღვარი არ არსებობს. აი ქვედას რაც შეეხება, გეტყვით, რომ ნუ ენდობით ისეთ ღვინოს, რომელიც იმაზე იაფი ღირს, ვიდრე დაახლოებით ერთად აღებული ორი კილოგრამი შესაბამისი ყურძნის ჩასაბარებელი ღირებულებაა. ანუ, თუ მაგალითად, ერთი კილოგრამი საფერავი 2,5 ლარი ღირს, მაშინ ერთი ლიტრი საფერავის ღვინო მინიმუმ 5 ლარი მაინც უნდა ღირდეს.

იცით, რატომ არის ღვინის ჭიქა გრძელი ფეხის მქონე? იმისათვის, რათა, როცა მას ხელში დაიჭერთ, თქვენმა ხელმა ღვინო არ გაათბოს. სწორედ ამიტომ, ჭიქა მუცლით დიდხანს არ უნდა დაიჭიროთ, ფეხში უნდა წაავლოთ ხელი და ღვინო ისე მიირთვათ.

არასოდეს არ გამოიყენოთ საყინულე ღვინის სწრაფად გასაციებლად. სწრაფად და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გაყინული ღვინო თავის საუკეთესო თვისებებს დაკარგავს. თუ ღვინის სწრაფად გაციება გსურთ, სჯობს, სათლი ყინულის ნატეხებით გაავსოთ და მასში ღვინის ბოთლი ჩაუშვათ. 

წითელ ღვინოს სჭირდება ჰაერი, რათა საკუთარი არომატები საუკეთესოდ გამოავლინოს. სწორედ ამიტომ მისთვის საჭირო ჭიქა არის განიერპირიანი და სქელი მუცლის მქონე. ამის საპირისპიროდ, თეთრი ღვინისთვის საჭირო ჭიქა თხელი და ვიწროა. 

არასოდეს არ შეავსოთ წითელი ღვინის ჭიქა ბოლომდე. სჯობს, ჭიქა სანახევროდ იყო ღვინით სავსე, რათა ღვინომ ჰაერი უკეთ მიიღოს.

შეეცადეთ, თქვენს ღვინოს შენახვის პროცესში ჰაერთან რაც შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს შეხება. ჭურჭელი, სადაც ღვინოს ინახავთ, უნდა იყოს პირთამდე სავსე და მჭიდროდ თავდახუფული. წინააღმდეგ ემთხვევაში ღვინო მალე გაგიფუჭდებათ. 

დასასრულისკენ, ზოგადად ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმას, თუ რომელი ღვინო რომელ კერძებს ეხამება უკეთ:

წითელი ღვინო წითელ ხორცსა და შემწვარ კერძებს ეხამება, ხოლო თეთრი – თევზეულს და ქათმის თეთრ ხორცს.

All comments

Leave a Reply