Special Products
Special Products
ფასი 46,76 ₾ რეგულარული ფასი 51,95 ₾
-10%
ფასი 40,46 ₾ რეგულარული ფასი 44,95 ₾
-10%
ფასი 33,12 ₾ რეგულარული ფასი 36,80 ₾
-10%
ფასი 29,25 ₾ რეგულარული ფასი 32,50 ₾
-10%
All Sale Products
Testimonial
Testimonial
შესანიშნავია ყოველდღიური მოხმარებისთვის, პაშტეტთან, ლორით შემწვარ კარტოფილთან, ყველთან, ძეხვთან, შემწვარ სოსისთან, სპაგეტისთან, ამოლესილ ლობიოსთან, სალათებთან, ბუტერბროდებთან, ცივ ხორცთან.
წითელი მშრალი ღვინო
ტკბილ კერძთან ღვინოც შესაბამისი სიტკბოსი უნდა იყოს. მაგალითად, არასწორი იქნება დესერტს მშრალი კახური ღვინო მივაყოლოთ, ამიტომ აჯობებს, ნამცხვრებთან, ტორტებთან, ნაყინთან, ხილთან და სხვა ჩაროზთან ნახევრადტკბილი, ტკბილი ან შემაგრებული ღვინო დავლიოთ.
ტკბილი წითელი ღვინოები
ქათმის სალათები, მშრალი ყველები, კიბორჩხალა და სხვა ზღვის ნაწარმი, ასევე მოხარშული თევზი, ინდაურისა და ქათმის თეთრი ხორცი
ნახევრად მშრალი
ასეთ ღვინოებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სადესერტო კერძები უხდება, წითელი ხილით დაწყებული - ალუბრის ტარტით და სხვა ნამცხვრებით დამთავრებული. წითელი ნახევრადტკბილი ღვინო შეგვიძლია ვცადოთ გუდის ყველთანაც (ქინძმარაული) და ლორიან ამოლესილ ლობიოსთანაც (ხვანჭკარა).
ნახევრად ტკბილი
ცქრიალა ღვინო ანუ შამპანიური

ცქრიალა ღვინო ანუ შამპანიური

შამპანური, მხოლოდ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში მოყვანილი ყურძნიდან დაყენებულ ცქრიალა ღვინოს ჰქვია, სწორედ ამიტომ, საქართველოში, ქართული ჯიშებიდან დამზადებულ ცქრიალა ღვინოს შამპანურს ვერ ვუწოდებთ, ამის საშუალებას არც კანონმდებლობა იძლევა და, მითუმეტეს, არც რეალობა.

შამპანში ჯიშების ასორტიმენტიც ზუსტადაა განსაზღვრული და იგი სამ ძირითად ჯიშამდეა დაყვანილი: პინო ნუარი, პინო მენიე და შარდონე. პირველი ორი წითელი ჯიშებია, შესაბამისად, მისგან ისე იღებენ წვენს, რომ იგი წითლად არ შეიფეროს, შედეგად კი კამკამა ოქროსფერ სასმელს იღებენ. წითელი ჯიშებიდან დამზადებულ შამპანურს Blanc de Noir-ს უწოდებენ (თეთრი შავიდან), ხოლო თეთრი ჯიშებიდან დაყენებულს, Blanc de Blanc-ს (თეთრი თეთრიდან).

არსებობს ვარდისფერი შამპანურიც, რომელიც ასევე ძალიან ფასობს. ლეგენდარული Dom Perignon Rose-ს ზოგიერთი წლის ვინტაჟი მსოფლიოს უძვირესი შამპანურების რიცხვს მიეკუთვნება.

საერთოდ, დღეისათვის ყველაზე ძვირიანი შამპანურების სია ასე გამოიყურება: Shipwrecked 1907 Heidsieck, $275,000 Pernod-Ricard Perrier-Jouet, $50,000 Dom Perignon White Gold Jeroboam, $40,000 Cristal Brut 1990 Methuselahს, $17,625.

არსებობს ცქრიალა ღვინის რამდენიმე ტექნოლოგია და ფასებიც სწორედ მის მიხედვით გაირჩევა. ყველაზე ძვირფასი ცხადია ტრადიციული ბოთლური მეთოდია და შამპანურების უდიდეს ნაწილს სწორედ ამ მეთოდით ამზადებენ. რა განსაზღვრავს შამპანურის განუმეორებლობას? პირველ რიგში ნიადაგი, შემდეგ ჯიშები, დროული რთველი (ყურძენი მწიფობამდე უნდა მოიკრიფოს), ყურძნის სწორად დაწურვა, კუპაჟირება და უკვე ბოთლთან დაკავშირებული მრავალი რთული ოპერაცია, რომელიც ცხადია აძვირებს პროდუქტს.

All comments

Leave a Reply