პროდუქციის ჩამონათვალი ბრენდის მიხედვით Shiukashvili's Wine Cellar

"შიუკაშვილების ღვინის მარანი" არის საოჯახო მარანი, რომელიც დაარსდა 2017 წელს. ღვინის მარნის დაარსების იდეა მოუვიდა საქართველოში ორ ცნობილ მეღვინეს, რომლებმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეღვინეობის სფეროში გაატარეს. მეღვინე მიხეილ შიუკაშვილმა თავისი მოღვაწეობა 1961 წელს დაიწყო და პენსიაზე გასვლის მიზეზით, თავი დაანება მხოლოდ 2006 წელს, აქედან დიდი ხნის მანძილზე იყო წინანდალის ღვინის ქარხნის დირექტორი. თავისი საქმიანობა მან გადასცა თავის ვაჟს - ლევან შიუკაშვილს, რომელიც მასთან ერთად აქტიურად მოღვაწეობდა აღნიშნულ სფეროში 1997 წლიდან და მამის პენსიაზე გასვლამდე მან შეძლო დიდი გამოცდილების დააგროვება      დაწყებული     მუშის     პოზიციიდან,მთავარი მეღვინის თანამდებობით დამთავრებული როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს მეღვინეობის სფეროში მთავარი მეღვინის პოზიციაზე და მის უდიდეს წარმატებებს შგვიძლია მივაწეროთ ისეთი ჯილდოების აღება, როგორიცაა Platinum, Diamond Trophy, Double Gold, Gold და მრავალი სხვა ჯილდო და სიგელი.

"შიუკაშვილების ღვინის მარანი" ფლობს 9 ქვევრს, 800-1200 ლიტრამდე მოცულობის, რაც საშუალებას აძლევს მას აწარმოოს 10-12 ათასი ბოთლი წელიწადში. ამ ეტაპზე იგი აწარმოებს 5 სახეობის ღვინოს: "რქაწითელი", "ხიხვი", "ქისი", "მწვანე" და "საფერავი".