წესები და პირობები

1.      ზოგადი პირობები

1.1 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას შპს „ბესთ ჯორჯიან ვაინს"-ის ინტერნეტ მაღაზია www.bestgeorgianwines.ge-სა (შემდგომში „მაღაზია") და მაღაზიის მყიდველს (შემდგომში „მყიდველი“) შორის.

ღილაკის „ვეთანხმები" დაჭერა, აგრეთვე ვებ-გვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებთან.

1.2 საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს მისი განახლება.

 1.3 საიტზე დარეგისტრირებისას მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით, თქვენ ავტომატრად ეთანხმებით, რომ კომპანიას შეეძლება მითითებული ნომერი გამოიყენოს მარკეტინგული მიზნებისთვის სმს შეტყობინებების და ემეილების გამოსაგზავნათ.

იმ შემთხვევაში თუ არ გინდათ მიიღოთ სმს, ემაილის ან სატელეფონო შეტყობინებები ჩვენი კომპანიიდან , მომხმარებელმა წერილი უარი შეტყობინებებზე უნდა მოიწეროს კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: bestgeorgianwines01@gmail.com

2.      ანგარიშსწორების პირობები

2.1 შეკვეთის ფასი მოიცავს შეძენილი პროდუქციის ღირებულებას, შეფუთვისა და მიწოდების/გადაზიდვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულების ჩათვლით. შპს „ბესთჯორჯიანვაინსი" თავად უზრუნველყოფს გადახდასთან დაკავშირებული საკომისიოს გადახდას.

2.2 პროდუქციის ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით.

2.3 გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას  Visa და MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები. გადახდის უსაფრთხოება დაცულია ,,Verified by Visa" და ,,MasterCard Secure Code" ტექნოლოგიების გამოყენებით.

3.      მიწოდების პირობები

3.1 პროდუქციის მიწოდება ხორციელდება(იმ შემთხვევაში თუ არის საწყობში საკმარისი რაოდენობით)  „მყიდველის“ მიერ თანხის დაფარვის შემდეგ შემდეგი პირობებით:

1. 10.00 საათიდან 17:30 საათამდე განხარციელებულ შეკვეთებს მოგაწვდით შეკვეთის დაფიქსირებიდან 2 საათის განმავლობაში ( ± 15 წუთი) . 

2. 17:30 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთის მიწოდება ხორციელდება მომდევნო დღის 11:00 საათიდან 12:00 საათამდე

*ან მიუთითეთ მიწოდების დრო შეკვეთის კომენტარში და ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ეცდებამოგაწოდოთ პროდუქცია თქვენთვის სასურველ დროს.

3. მინიმალური შეკვეთის ღირებულება შეადგენს 30 ლარს. თბილისის მასშტაბით ემატება მიწოდების საკომისიო 3 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მიწოდების საფასური უნდა დააზუსტოთ ოპერატორებთან. 

* რეგიონების მასშტაბით მიწოდება ხდება 1-დან 5-დღემდე.


3.3 გამყიდველი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას შესაბამის შეკვეთაში მითითებული საქონლის მიწოდების ვადის დასაცავად, თუმცა დაყოვნება შეკვეთის მიწოდებაში შესაძლებელია გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, რომლებიც წარმოიშვა გამყიდველისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

3.4   მიწოდების ფორმები:

- საკურიერო მიწოდება;

- ოფისიდან თვითგატანა

3.5  მიწოდებისას შეკვეთილი საქონელი გადაეცემა „მყიდველს“ ან „მიმღებს“. წინასწარ გადახდილი შეკვეთის მიწოდებისას, მიწოდების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს „მყიდველის“ ან „მიმღების“ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

4. გარანტია და დაბრუნების პოლიტიკა

 

4.1 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც მიადგა „მყიდველს“ ინტერნეტ - მაღაზიაში შეძენილი საქონლის არასათანადოდ გამოყენების შედეგად.

4.2 გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოიშვა  მესამე პირების არამართლზომიერი ქმედების შედეგად;

4.3 პროდუქციის მიღების შემდგომ დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს თანხის ანაზღაურება. ამისათვის მან უნდა მიმართოს საიტის ადმინისტრაციას ელ-ფოსტის მეშვეობით პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ თანხის ანაზღაურება არ მოხდება. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხის დაბრუნება მოხდება შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა.

4.4 “მყიდველის“ მიერ  პროდუქციის შესყიდვიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდგომ, „მყიდველს“ უფლება აქვს დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში  6 თვის განმავლობაში მოითხოვოს პროდუქციის დაბრუნება ან გამოცვლა.

4.5 „მყიდველი“ პასუხისმგებელია მის მიერ ინტერნეტ - მაღაზიაში რეგისტრაციისას სარწმუნო მონაცემების მითითებაზე. 

4.6 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათი მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივად შეუსრულებლობის გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მქონე გარემოებების ზემოქმედებით, საგანგებო ხასიათის მოვლენათა შედეგად, რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მხარეების მიერ შეუძლებელი იყო.

4.7 ყველა იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული 4.6 პუნქტით, მხარეები მოვალეობების შეუსრულებლობისა ან და არაჯეროვანი შესრულებისას პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.8 მყიდველი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას მართლზომიერად გამოიყენოს შეძენილი პროდუქცია.

4.9 ვებ-გვერდის ადმინისტრაცია  იხსნის პასუხისმგელობას, მომხმარებლის მიერ საკრედიტო ბარათის კანონსაწინააღმდეგოდ  გამოყენების შემთხვევაში.

5. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებ-გვერდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და არ გადასცეს ის მესამე მხარეს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ.თბილისი, საქართველოს ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა" , ა.წერეთლის გამზ: N 116
მე-3 სართული, ოფისი: 357 

ტელ: (+995) 32 2 500 470

ელ-ფოსტა: bestgeorgianwines01@gmail.com