
ქართული ღვინოები
ქართული ღვინო ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, მისი წარმოების ნიშნები ნაპოვნია ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუს ანიჭებს.

წითელი ღვინო
საქართველოში იწარმოება 20-მდე სახეობის წითელი ღვინო. ლეგენდები მისი სასარგებლო ტვისებების შესახებ უძველესი დროიდან იღებენ სათავეს, ჩვენი წინაპრები მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებდნენ. წითელი ღვინო ხორცსა და გრილზე შემწვარ კერძებს ეხამება.

თეთრი ღვინო
საქართველოს ტერიტორიაზე იწარმოება 40 სახეობამდე თეთრი ღვინო. ზაფხულის პერიოდში მსუბუქი თეთრი ღვინო სალათეულთან და ბოსტნეულთან შესანიშნავ წყვილს ქმნის, ასევე იგი ეხამება თევზეულს და ქათმის თეთრ ხორცს.

ცქრიალა ღვინო
საქართველოში იწარმოება 18 სახეობის ცქრიალა ღვინო. ცხელ ზაფხულს ისე არაფერი უხდება როგორც კარგად ჩაციებული ცქრიალა ღვინო, რომელიც შესანიშნავად შეეხამება ზაფხულის ხილს, ციტრუსებს და ნაკლებად კრემიან ნამცხვარს
რჩეული ბრენდები
- რჩეული
- ახალი
- ყველაზე გაყიდვადი